The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით არსენიშვილი

დავით არსენიშვილი
Date of birth:13 December, 1905
Date of death:16 November, 1963  (at 57 years)
Category:Filmmaker, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა დრამატული სტუდია მოსკოვში 1923 წელს.

1924 წელს მუშაობდა პროლეტარული კულტურის თეატრში თბილისში. 1925–1927 წლებში იყო თბილისის რევოლუციურ თეატრ–სტუდიის რეჟისორი. ლექციებს კითხულობდა ქართული თეატრის ისტორიაში. 1927 წელს დააარსა სათეატრო მუზეუმი თბილისში, რომლის დირექტორიც იყო 1935 წლამდე. 1928–1929 წლებში შეაგროვა მასალები ა. გრიბოედოვისადმი მიძღვნილი გამოფენისათვის და საფუძველი ჩაუყარა მთაწმინდაზე ლიტერატურული მუზეუმის დაარსებას. 1936–1938 წლებში სწავლობდა სამხატვრო თეატრის სტუდიაში, კ. სტანისლავსკის ხელმძღვანელობით მიიღო რეჟისორის განათლება. იწვევდნენ როგორც სათეატრო ნაგებობათა კონსულტანტს.(1933 წელს მოსკოვში რევოლუციური თეატრების საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამოვიდა მოხსენებით: "ახალი თეატრის არქიტექტურა"). 1942–1949 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოში კულტურის ძეგლთა დაცვის სექტორის უფროსად(მეორე მსოფლიო ომის წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის ისტორიული  ძეგლების შენიღბვას საჰაერო თავდასხმისაგან დასაცავად). დ. არსენიშვილმა შეაგროვა მასალები თბილისის სამხატვრო სალონის შესაქმნელად, რომელიც გაიხსნა 1944 წელს. იყო მოსკოვის ანდრია რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული ხელოვნების მუზეუმის(ანდრია რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული კულტურის ცენტრალური მუზეუმი) შემქმნელი და პირველი დირექტორი 1949–1959 წლებში(მუზეუმში მოწყობილია მისი მემორიალური კუთხე). 1927–1955 წლებში  მოაწყო თემატური და სამხატვრო გამოფენები(თბილისი, ბაქო, ერევანი, მოსკოვი, სანკტ–პეტერბურგი), რომელთაგან აღსანიშნავია "ილია ჭავჭავაძე"(1936, მოსკოვი), "შოთა რუსთაველი"(1937, მოსკოვი, საიუბილეო გამოფენა). იგი არჩევდა ქართულ მასალებს პარიზის, ლონდონის, ბერლინის, მიუნხენის, კიოლნის, რომის, ნიუ–იორკის გამოფენებზე გასაგზავნად. სამეცნიერო სტატიებს წერდა ქართულ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. თეატრალური რეჟისორი, თეატრის ისტორიკოსი. სამუზეუმო და საგამოფენო საქმის ერთ–ერთი პირველი თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.207

Bibliography


Share: