შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით დავარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1981–1983წწ. იყო ლენინგრადის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1983 წლიდან ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის, მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1993, 1997 წლებში სტაჟირებას გადიოდა ლონდონში, ნაყოფის მედიცინის განყოფილებაში. ავტორია 27 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი "VITA"–ს მეანობა –გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნორმალური და პათოლოგიური ორსულობის დროს დედა–პლაცენტა–ნაყოფის სისტემის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის ანტენატალური შეფასება ულტრაბგერითი დოპლერ მეთოდით", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.85 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |