Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე დავითაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960–1962წწ. იყო ჭიათურის მარგანტრესტის მედიკო–სანიტარული სამსახურის ექიმი–ქირურგი; 1963–1965წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპ. ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1966–1970წწ. რკინიგზის თბილისის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების ქირურგი, პარალელურად ქალაქის N4 საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი, 1970–1972წწ. გეგეჭკორის რაიონის ქირურგი; 1973–1980წწ. მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1980 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასისტენტი და დოცენტი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი მონოგრაფიის, ერთი გამოგონების და სამი მეთოდური წერილის. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის გულის გვირგვინოვანი არტერიების კალაპოტის მორფომეტრიული თავისებურებანი დაბერების პროცესში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.86 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |