Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოკრატ არშბა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1930 წელს. მუშაობდა ქალაქ თბილისის სამკურნალო დაწესებულებებში, 1945 წლიდან იყო სოხუმის მეორე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე. 1949 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარ ქირურგად. 1964 წლიდან განაგებდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. შეისწავლიდა საქართველოს მინერალური წყლების უროლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ გამოყენების, შარდკენჭოვანი დაავადებისა და თირკმლის უკმარისობის საკითხებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1961). ქირურგ-უროლოგი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის აფხაზეთის ომში დაღუპული გიორგი მიროტაძის ბაბუა. 2006 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა სოკრატ არშბას სახელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.218; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |