The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არსენ IV ბულმაისიმისძე (კათალიკოსი)

Date of birth:12??
Date of death:12??
Category:Writer, Religious leader

Biography

არსენ ბულმაისიმისძე იყო XIII საუკუნის I ნახევრის საქართველოს კათოლიკოსი(1241/42-1249/50), მწერალი. ჯალალედინისა და მონღოლების შემოსევის დროს ვარდან და აბუსერ აბუსერიძეებთან ერთად იღვწოდა საქართველოს სიმტკიცისა და დამოუკიდებლობისათვის. არსენ ბულმაისიმისძე მეტწილად ჰიმნოგრაფიულ თხზულებებს ქმნიდა ქართული და მსოფლიო ეკლესიის წმინდანთა და დღესასწაულთა სადიდებლად. მისი საგალობელი, რომელიც ეძღვნება ანტონ მარტყოფელის მიერ საქართველოში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ჩამოტანას, გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და მიზნად ისახავს მტერთაგან შევიწროებული ქართველების გამხნევებას. ჩვენამდე მოღწეულია არსენ ბულმაისიმისძის თხზულებანი: ოთხთა თთუეთანი, საგალობელნი შიო მღვიმელისა, შიოს სვინაქსარული ცხოვრება, საგალობელნი ნინოსი, იამბიკო ღვთისმშობლისადმი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.206

Bibliography


Share: