Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არსენ თბილელი![]()
Biographyარსენ თბილელი იყო ქართლის სამეფო სახლის შთამომავალი, აბდულა–ბეგის ძე, ნიქოზის ეპისკოპოსი, შემდეგ უკანასკნელი თბილელი (თბილისის მიტროპოლიტი). იხსენიება ნაიბაძის გვარითაც, რადგან მამამისი ერთ დროს ქართლის ნაიბი (გამგე) იყო. ახალგაზრდა დაქვრივდა და ბერად აღიკვეცა. მისი ძმის დავითისა და უახლოესი ნათესავის პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო იძულებული გახდა იმერეთში გადახვეწილიყო. დიდხანს მოღვაწეობდა კაცხის მონასტერში, შემდეგ ნიქოზის ეპისკოპოსად დანიშნეს. კრწანისის ბრძოლის (1795) შემდეგ ერეკლე II-ის უკმაყოფილების მიუხედავად, ანტონ II-ის წარდგინებით თბილელად დაადგინეს. 1810 წელს რუსეთის მმართველობასთან კონფლიქტის გამო გადააყენეს ეპისკოპოსობიდან. არსენ თბილელი წინ აღუდგა საქართველოს ეკლესიის რეფორმის მომხრე არქიეპისკოპოს ვარლამს (ერისთავი) და ათანასე არქიმანდრიტს. საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.206 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |