შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არსენ II (კათალიკოსი)![]()
ბიოგრაფიაარსენ II იყო X საუკუნის საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, ქართლის კათალიკოსი დაახლოებით 955–980 წლებში. აღუწერია ასურელ მამათა–იოანე ზედაზნელის, იესე წილკნელისა და შიო მღვიმელის ცხოვრება. ეს თხზულება "ასურელ მამათა ცხოვრებათას" მოკლე რედაქციაა. XI–XII საუკუნეებში იგი მეტაფრასულ ყაიდაზე შეუვსიათ და განუვრციათ. სწორედ ამ რედაქციებმა შემოინახეს ცნობა არსენ II–ის ავტორობაზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.205
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |