The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არსენ I (არსენ დიდი კათალიკოსი)

Date of birth:820
Date of death:877
Category:Writer, Religious leader

Biography

არსენ I (არსენ დიდი) იყო (დაიბადა დაახლოებით 820/830–გარდაიცვალა 877) ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი. ქართლის კათალიკოსი დაახლოებით 850-877წწ. ხსენების დღე–ახალი სტილით 8 ოქტომბერი(25 სექტემბერი). ცნობები მისი ბიოგრაფიიდან გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ" შემოინახა. არსენ I, სამცხის დიდი ფეოდალი მირიანის ძე, 6 წლისა იყო, როდესაც გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა თეოდორემ და ქრისტოფორემ ხანძთის მონასტერში წაიყვანეს. იქ კარგი აღზრდა-განათლება მიიღო. მამამისმა საეკლესიო კრების დაუკითხავად ქართლის კათოლიკოსად დაადგინა. ქართლის ეპისკოპოსებმა მიიმხრეს გვარამ (გუარამ) დიდი მამფალი, საეკლესიო კრება მოიწვიეს და "მძლავრობით" დადგენილი კათოლიკოსის წინააღმდეგ გაილაშქრეს, მაგრამ გრიგოლ ხანძთელს არსენ I-თვის დაუჭერია მხარი და კრებას იგი კათალიკოსად დაუმტკიცებია. გიორგი მერჩულის ცნობით, არსენ I–მა აკურთხა ხანძთის ძველი ეკლესია და მონაწილეობა მიიღო გრიგოლ ხანძთელის დაკრძალვის  ცერემონიალში. არსენ I მწერალიც ყოფილა. XI საუკუნის  "აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებისა და მარტვილობის" მეტაფრასტული რედაქციის სათაურში აღნიშნულია: "თქმული არსენი დიდისა, ქართლისა კათალიკოსისა".

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.205


Share: