The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიტროპოლიტი ანტონი

მიტროპოლიტი ანტონი
Legal name:მარკოზ ბულუხია
Date of birth:7 May, 1956  (68 years)
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ოჩხამური, ქობულეთის რაიონი. 

დაამთავრა ქალაქ მოსკოვის სოფლის  მეურნეობისა და საკავშირო იურიდიული ინსტიტუტები 1982 წელს, მცხეთის სასულიერო სემინარია 1990 წელს.

1987 წელს ბეთანიის მონასტრის მორჩილი; 1989 წელს ხელდასმულ იქნა დიაკვნად და მღვდლად, დადგინებულ იქნა სუჯუნის წმ. გიორგი ეკლესიის წინამძღვრად; 1995 წელს აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში; 1996 წელს აღიკვეცა ბერად, აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის, შემდეგ ეპისკოპოსის ხარისხში; 1999-2000წწ. სჯვარდადებულებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე; 2004 წელს მთავარეპისკოპოსი; 2010 წელს მიტროპოლიტი. კათედრა ბაღდათში, რეზიდენცია ვანსა და ბაღდათში. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 19; საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი: patriarchate.ge

Awards and Honors

  • 1996 - დაჯილდოვდა მიტრისა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით

Share: