შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლულუ დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1964 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი 1973 წელს. 1973 წლიდან მონაწოლეობს სამხატვრო გამოფენებში; პერსონალური გამოფენები: თბილისი (1988), შტუგარტი (გერმანია, 1989, 1991), ოიპენი(ბელგია, 1992), მაინცი(გერმანია, 1995); მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "კითხვის ნიშანი"(1988, მხატვრის კუთვნილება), "ნიღბები" (1990, კერძო კუთვნილება), "შემოდგომის ყვავილი" (1994, კერძო კუთვნილება), "რილკეს X ელეგია" (1994, მხატვრის კუთვნილება); მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეაში, ქ. ჰალეს მხატვართა კავშირის მუზეუმში, ბოსენის ხელოვნების ცენტრში (გერმანია); თარგმნა რ. მ. რილკეს "დუინური ელეგიები" (ვენა, 1998) და "სონეტები ორფევსისადმი". რ. მ. რილკეს "დუინური ელეგიების" თარგმნისთვის მიღებული აქვს ავსტრიის სახელმწიფო კანცელარიის პრემია (2000). ფერმწერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.253; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.111 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |