შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამია დგებუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდჭყონი (მარტვილის რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1952 წელს. 1952–1955წწ. იყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1956–1960წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1957–1959წწ. სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1959–1963წწ. სან-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; 1960–1972წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის დოცენტი; 1973–1974წწ. პროფესორი; 1974 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე. ავტორია 108 სამეცნიერო ნაშრომის. გამოცემული აქვს სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები. კურორტოლოგ–ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა: "ჯავის მინერალური წყლის მოქმედების მექანიზმი კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე", დაიცვა 1957 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღვიძლის და სანაღვლე გზების ქრონიკული ანთებით დაავადებათა ინდუქტოთერმიის და ჯავის მინერალური წყლის კომპლექსით მკურნალობის კლინიკური და ექსპერიმენტული დასაბუთება", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.88; ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 2. - თბ., 2012. -გვ. 343; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.107 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |