The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სამსონ დადიანი

სამსონ დადიანი
სხვა სახელი:X  (ფსევდონიმი)
ბორჩელი  (ფსევდონიმი)
ბოჩი  (ფსევდონიმი)
ს. დ-ნი  (ფსევდონიმი)
ს. და-ნი  (ფსევდონიმი)
ჩელა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1885
გარდაცვ. თარიღი:10 დეკემბერი, 1937  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხური, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1908 წელს.

მუშაობდა ბანკის იურისკონსულტად; 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომაზე მან ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს; ანექსიის (1921, თებერვალი–მარტი) შემდეგ აქტიურად ჩაება ეროვნულ–განმანთავისუფლებელ მოძრაობაში; მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში; XX საუკუნის 10–იანი წლებიდან იმდროინდელ პრესაში (გაზ. "ივერია", "სახალხო გაზეთი", "განათლება", "ზაკავკაზიე") იბეჭდებოდა მისი წერილები ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე, მათგან აღსანიშნავია: "ვეფხისტყაოსნის ორიგინალობის შესახებ", "საზოგადოებრივი აზრი", "XIX საუკუნის სიტყვაკაზმულ მწერლობაში", "აკაკი – ცისა და მიწის შვილი", "ქართული თეატრი"; მას ეკუთვნის ასევე 1905 წლის რევოლუციისადმი მიძღვნილი "ჯვარედინ გზაზე" და ისტორიული დრამა "გიორგი სააკაძე"; ეროვნული ხასიათის წერილებს აქვეყნებდა ქართულ პერიოდულ პრესაში; ემსხვერპლა 1937 წლის რეპრესიებს. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.254; საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.212; არქივი: archive.ge; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.789

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მემარჯვენე ფედერალისტთა არალეგალური ორგანიზაცია, წევრი (1921-1926)
  • საქართველოს ანტისაბჭოებრივი ინტერპარტიული კომიტეტი (სოციალურ–ფედერალისტთა პარტიიდან), წევრი (1922-1924)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძვნებელი კრება, წევრი (1919-1921)
  • საქართველოს სოციალურ–ფედერალისტთა პარტია, წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1915-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: