შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან კობიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1993-1994წწ. საფეხბურთო კლუბი "გორდა"; 1994 წელს საქართველოს 19-წლამდე ასაკის ეროვნული ნაკრები; 1995-1998წწ. საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი"; 1995 წელს საქართველოს 21-ერთ წლამდე ეროვნული ნაკრები; 1997 წელს საფეხბურთო კლუბი "ალანია"; 1996-2011წწ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რეკორდული, 100 მატჩი; 1998-2003წწ. საფეხბურთო კლუბი "ფრაიბურგი"; 2003-2010წწ. საფეხბურთო კლუბი "შალკე"; 2010-2014წწ. ბერლინის საფეხბურთო კლუბი "ჰერტა"; 2014 წელს გერმანიის სპორტის მენეჯმენტის აკადემიაში გაიარა მენეჯმენტის სრული სასწავლო კურსი; იმავე წელს იყო ბერლინის საფეხბურთო კლუბ "ჰერტას" აკადემიის მენეჯერი; 2015 წელს იყო ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის ოლიმპიური სოფლის მერი; 2015 წლიდან "2017 - გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის" სამუშაო ჯგუფის წევრი; 2015 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №21 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პაელამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 102 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |