Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კობა ამირხანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი, სპეციალობით-ნახევარგამტარები და დიელექტრიკები 1976 წელს; მოსკოვის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1984 წელს; დოქტორანტურა 1991 წელს. 1976-1978წწ. სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი; 1978 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; საქართველოში კომპიუტერული ქიმიის დამაარსებელი და 1978 წლიდან ამავე სახელწოდების ლაბორატორიის გამგე; 2006 წლიდან მეცნიერ-კონსულტანტი.1985 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ფიზიკური ქიმიისა და სპეცკურსებს მაგისტრანტებისათვის უმაღლეს სასწავლებლებში; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. საქართველოში ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის "დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის" დამაარსებელი და მისი პრეზიდენტი. 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი. 2024 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქრომატოგრაფიული კვლევების ოპტიმიზაცია", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 15; დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის ვებ-გვერდი: dchpa.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 65; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.84; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |