The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კობა ამირხანაშვილი

კობა ამირხანაშვილი
Date of birth:5 August, 1954  (69 years)
Category:Scientist, Politician, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი, სპეციალობით-ნახევარგამტარები და დიელექტრიკები 1976 წელს; მოსკოვის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1984 წელს; დოქტორანტურა 1991 წელს.

1976-1978წწ. სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი; 1978 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; საქართველოში კომპიუტერული ქიმიის დამაარსებელი და 1978 წლიდან ამავე სახელწოდების ლაბორატორიის გამგე; 2006 წლიდან მეცნიერ-კონსულტანტი.1985 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ფიზიკური ქიმიისა და სპეცკურსებს მაგისტრანტებისათვის უმაღლეს სასწავლებლებში; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. საქართველოში ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის "დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის" დამაარსებელი და მისი პრეზიდენტი. 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქრომატოგრაფიული კვლევების ოპტიმიზაცია", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 15; დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის ვებ-გვერდი: dchpa.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 65; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.84

Member of Organizations

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სამხედრო განათლების და ტექნოლოგიების ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მრეწველები", წევრი (2001-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს პარლამენტართა პალატა, თავმჯდომარე (2015-)

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: