Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ დადიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წირქოლი, ჭიათურის რაიონი. სამხატვრო განათლება მიიღო თავდაპირველად პარიზში, შემდეგ სან–ფრანცისკოში. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; შემოქმედების პირველ პერიოდში მუშაობდა როგორც რეალისტი მხატვარი; განსაკუთრებული აღიარება ხვდა წილად მის აბსტრაქტულ ქანდაკებას "შავი ტორსი" ( ნიუ–იორკი, 1952); მისი ნამუშევრები ხშირად იყო ექსპონირებული ამერიკის ქალაქების გამოფენებზე; სხვა ნამუშევართაგან აღსანიშნავია: ქანდაკებიდან – "ტორსი" (1953), "მჯდომარე ქალი" (1953), ფერწერიდან – "ადამი და ევა" (1955), გრაფიკიდან – "ლურჯწვერა" (1952), "გუთური ნანგრევები" (1956); მისი ძირითადი ნამუშევრები ინახება პარიზში, მხატვრის დის, ქეთევან დადიანის ოჯახში. ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.254; nobility.pro; არტინფო: artinfo.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |