The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ დვალაძე

დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა ლენინგრადის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

იყო ლენინგრადის პედიატრიის სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ასისტენტი; გაგრის ზონის მთავარი ქირურგი; ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. ავტორია 70–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 1 სადოქტორო და 4 საკანდიდატო დისერტაცია. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვის კიბოს მკურნალობაში აუტოტრანსფუზია დაავადების ქირურგიულ მკურნალობაში", დაიცვა 1979 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფოტომოდიფიცირებული სისხლის აუტოტრანსფუზია იმუნიტეტის დარღვევის დროს ქირურგიულ პრაქტიკაში", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.91; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.201

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • JC8, წევრი (1998-)
  • პიროგოვის სახელობის ქირურგიული საზოგადოება, წევრი (1973-)
  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, წევრი (1999-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1986 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: