The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი დიდავა

გიორგი დიდავა
დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1975–1981წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1983–1986წწ. ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი პათოლოგანატომი; 1986 წლიდან ხელმძღვანელობს ბავშვთა ცენტრალურ პათოლოგანატომიურ გაერთიანებას. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის. არის ექიმი–პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ბავშვთა პათოლოგანატომიური სამსახურის ორგანიზაცია და ბავშვთა რეანიმაციული პათოლოგიის სტრუქტურული საფუძვლების შესწავლა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პანკრეასის ეგზოკრინული აპარატის მორფოლოგიური ცვლილებები ჰემორაგიული შოკის დროს და პოსტრეამინაციულ პერიოდში".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.91

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პათოლოგანატომთა ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი

გააზიარე: