შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ჯაიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1960 წელს (საორკესტრო განყოფილება), 1978 წელს (საკომპოზიციო). 1959–1973წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის "რერო"-ს პიანისტი და დირიჟორი; 1973–1978წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს საესტრადო ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1978 წლიდან ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე; დაწერილი აქვს: ნაწარმოებები საესტრადო ორკესტრისათვის – "აფხაზეთის ღამეები" (1966), "მხიარული განწყობილება" (1973), "ხევსურეთში"(1974), "მხოლოდ შენ ერთს" (1977); საესტრადო სიმღერები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 148 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |