The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ დიდებულიძე

დაბადების თარიღი:27 მარტი, 1923
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 2003  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1946 წლიდან იყო სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის ლაბორანტი; 1948–1962წწ. ასისტენტი; 1962–1985წწ. დოცენტი; 1985–1987წწ. პროფესორი; 1994 წლიდან კათედრის პროფესორი; 1984–1987წწ. იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. ავტორია 100 სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პანკრეასის ფუნქციური მდგომარეობა ჰიპერტონული სნეულების დროს", დაიცვა 1956 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.92; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.279

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის
  • 1982 - საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი
  • 1976 - საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: