Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან დადიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1937 წელს. 1944-1955წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1970-1989წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკურ და დაგეგმვის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სხვადასხვა განყოფილებას; 1950-1970წწ. სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; მისი ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად შემუშავდა რეგიონების – ავტონომიური რესპუბლიკის, ოლქის, ქალაქის, რაიონის მეურნეობის კომპლექსური განვითარების გეგმის შედგენის მეთოდიკა; იგი ითვლება საგარეო ეკონომიკური კავშირების კვლევის ერთ–ერთ პიონერად საქართველოში; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის; ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი(1948), ეკონომიკის დარგში სამეცნიერო ხარისხის მქონე პირველი ეკონომისტი ქალი საქართველოში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.254 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |