The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერმანე ჯაფარიძე

გერმანე ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1939  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1964 წელს და ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს(საკომპოზიციო).

1956–1959წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ორკესტრის არტისტი; 1963–1967წწ. ინჟინერი, ამავე წლებში ასწავლიდა თბილისის სხვადასხვა სამუსიკო დაწესებულებაში, 1973 წლიდან III სამუსიკო სასწავლებელში მუსიკის–თეორიის საგნებს; შექმნილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1974), კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1975), კონცერტი ჰობოისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1979), სიმფონია(1981); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – იმპროვიზაცია ფორტეპიანოსათვის(1967), სექსტეტი სიმებიანი კვარტეტის, ფლეიტისა და ფაგოტისათვის(1968), სიმფონია სიმებიანი ორკესტრისათვის(1973), ფანტაზია ექვსსიმიანი გიტარისათვის(1974), სონატა ფორტეპიანოსათვის(1976), "აფექტი" პიესა ფორტეპიანოსათვის(1977), ექვსი ბაგატელი ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(1984); კამერულ–ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები – "ლირიული ინტერმეცო" კანტატა ქალთა გუნდისათვის ა–კაპელა(1979), "დ. ა. თორაძის ხსოვნას" შერეული გუნდისათვის ა–კაპელა(1984), მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის.

 წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 151


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1975-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი(მოსკოვი), ლაურეატი

გააზიარე: