The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ცოტნე დადიანი

ცოტნე დადიანი
Date of birth:12??
Date of death:12??
Category:Nobleman, Saint

Biography

საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი; უმეფობის ხანაში მონღოლებმა იგი რაჭის ერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს; მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყება; მონღოლებმა შეთქმულების მონაწილენი დააპატიმრეს და ანისში მონღოლთა ნოინს მიჰგვარეს; გამოტეხვის მიზნით ისინი მცხუნვარე მზეზე დასხეს; იგი შემთვევით გადაურჩა დაპატიმრებას(აჯანყებისათვის ჯარს აგროვებდა დასავლეთ საქართველოში); ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც მან შეთქმულების მონაწილეთა ამბავი შეიტყო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამოძმეთა ხვედრი; მისმა გმირულმა საქციელმა მონღოლთა ნოინი დაარწმუნა ქართველთა სიმართლეში და ყველა გაანთავისუფლა; ცოტნე დადიანი საქართველოს ისტორიაში შევიდა როგორც თანამოძმეთათვის თავდადების სიმბოლო; 1999 წელს ქართულმა მართმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა; მისი ხსენების დღეა 30 ივლისი (12 აგვისტო); იგი სავარაუდოდ, გამოსახულია ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.256


Share: