შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნადეჟდა დიმიტრიადი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1959 წელს. 1959 წლიდან იყო თბილისის ოფიცერთა სახლთან არსებული სამუსიკო სკოლის მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი; 1961 წლიდან ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი; 1978 წლიდან ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის, 1984 წლიდან მუსიკის ისტორიის კათედრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; დაწერილი აქვს ნაშრომები კრებულებად, სტატიები პერიოფულ გამოცემებში; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "რუსული მუსიკის სტილისტური თვისებები აღმოსავლეთზე", 1975 წელს. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 162 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |