The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო ჟვანია

სერგო ჟვანია
Date of birth:4 November, 1936
Date of death:8 February, 2019  (at 82 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს.

1963–1966წწ. ასწავლიდა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მუსიკის თეორიის საგნებს; 1966–1977წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელივიზიისა და რადიომაუწყებლობის ხმის რეჟისორად; 1971–1973წწ. წალენჯიხის სამუსიკო სკოლის პედაგოგი, 1977–1978წწ. ამავე სკოლის დირექტორი, 1973–1977წწ. თბილისის III სამუსიკო სასწავლებლის და 1978–1980წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური ათწლედის პედაგოგი; 1980 წლიდან თბილისის კონსერვატორიის სამეცნიერო სტუდენტური საზოგადოების პასუხისმგებელი მდივანი; შეტანილია გინესის წიგნში – ფორტეპიანოს სარეკორდო ხანგრძლივობით(სამი დღე) დაკვრისათვის; მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: სიმფონიური ნაწარმოებები, კამერულ–ინსტრუმენტული(1964 – "თორმეტი საბავშვო ხასიათი" საფორტეპიანო ციკლი, 1975 – "პასტორალური ფანტაზია" ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, 1976 – სონატა ფორტეპიანოსათვის), კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები, საგუნდო(1962 – "ელეგია" ა–კაპელა, 1964 – "ჩონგური" ა–კაპელა, 1968 – "მეტეხი" ა–კაპელა, 1978 – "შრომა და სამშობლო" კანტატა შერეული გუნდისა და ფორტეპიანოსათვის, ექვს ნაწილად); საესტრადო ნაწარმოებები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის, მუსიკა მხატვრული და ტელეფილმებისათვის.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 169; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1978-1991)

Share: