Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ალექსანდრე დადიშქელიანი
Legal name: | ბექირბი დადიშქელიანი |
Other name: | ალექსანდრე დადეშქელიანი |
Date of birth: | 1828 |
Date of death: | 1887 (at 59 years) |
Category: | Geographer, Nobleman, Explorer, Military Person, Topographer |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი ფარი, მესტიის რაიონი.
დაამთავრა პეტერბურგის თავადაზნაურთა სამხედრო სასწავლებელი.
1843 წელს იგი ხანგრძლივი შვებულებით სვანეთში დაბრუნდა და უფროს ძმასთან კონსტანტინესთან ერთად ჩუბეხევის სამფლობელოს განაგებდა; 1857 წელს იგი ირკუსტრში გადაასახლეს (კონსტანტინემ მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ალექსანდრე გაგარინი); თავდაპირველად მსახურობდა ბაიკალის კაზაკთა ცხენოსან ლეგიონში, შემდეგ იყო აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორის ნ. მურავიოვ–ამურსკის ადიუტანტი; გადასახლებაში ყოფნის დროს ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას; 1880-1884წწ. პრიამურიეს გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით კორეაში გაიგზავნა; იქ მან დაწერა შრომა კორეის შესახებ, რომელიც 1886 წელს გამოქვეყნდა პეტერბურგში სათაურით: "Краткий очерк современного состояния Корея князя Дадешкелиани, состоящего при Канцелярии Приамурского генерал-губернатора 1885 г.". (მოთავსებულია კრებულში: "Сборник географических, топографических, статистических материалов по Азии". Вып. XXII, Спб, 1886. გვ.: 61-118). ამ შრომას დართული აქვს კორეის რუკა. აქვე 1888 წელს გამოქვეყნდა მეორე შრომაც ამურის ოლქის შესახებ. ორივე შრომა გასაიდუმლოებულ იქნა. ალექსანდრე დადიშქელიანი შორეული აღმოსავლეთისა და კორეის თვალსაჩინო მოგზაურ-მკვლევარია. იგი პირველი ქართველია, რომელმაც ამ მხარეების გეოგრაფიუილი აღწერა მოგვცა. კორეის გეოგრაფიული, პოლიტიკური და ისტორიული მიმომხილველი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორი (1874).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.257; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.97; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.788
Awards and Honors
- წმინდა ვლადიმირის ორდენი
- წმინდა სტანისლავის ორდენი
- წმინდა ანას ორდენი
|