Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია თოფურია![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1978 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1989წწ. ჟურნალ "საქართველოს კომუნისტის" სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების განყოფილების გამგე; პარალელურად, 1987 წელს ასწავლის საზოგადოებათმცოდნეობას ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძის საშუალო სკოლაში; 1989-1990წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სამეურნეო მექანიზმის, მართვისა და დაგეგმვის სრულყოფის განყოფილების უფროსის მოადგილე; 1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საფინანსო მექანიზმის სრულყოფისა და ფულის მიმოქცევის სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. საქართველოს რუსპუბლიკის შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საქართველოს რესპუბლიკის ახლად შექმნილი ეროვნული ბანკის პირველი პრეზიდენტი. წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი: nbg.gov.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |