Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო დადუნაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მაკეევკა, აღმოსავლეთ უკრაინა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-1981წწ. მუშაობდა ქუთაისის საკონსტრუქტორო ბიუროში (გაერთ. "ანალიზხელსაწყო") ინჟინრად; პარალელურად კითხულობდა ვლექციებს ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1981-1991წწ. ინფორმაციის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მთავარ ინჟინრი, სადაც მისი მონაწილეობით პირველად საქართველოში გამოყენებულ იქნა ინფორმაციის დამუშავების კომპიუტერული მეთოდები და ინფორმაციის გავრცელების ქსელური ტექნოლოგიები; 2009 წლიდან ბიოენერგეტიკული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი; ეწევა აგრეთვე პედაგოგიურ საქმიანობას; მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა: სისტემათა თეორია, ნანოტექნილოგიების, მათ შორის ნანოელექტრონული მოწყობილობების მოდელირება; არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და პატენტის ავტორი; გამომგონებელი, ინჟინერ–ელექტრიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996). 1997, 2004, 2008 წლრბში იყო გერმანიის აკადემიის (DAAD) სტიპენდიანტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.258; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.185; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 99-100 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |