The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ დოლიძე

დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა აბასთუმანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.

1958–1960წწ. მუშაობდა რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1960–1962წწ. რუსთავის აზოტის ქარხნის მედნაწილში; 1964 წლიდან იყო ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, შემდგომ – უფროსი ლაბორანტი, უმცროსი და უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმ–ანდროლოგთა ციკლების ჩატარებისას ხელმძღვანელობს კლინიკური ანდროლოგიის კურსს. ექიმი–ანდროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის რეპარაციული რეგენერაცია", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.92

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

გააზიარე: