შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1974წწ. ინტერნატურა გაიარა თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ანესთეზია–რეანიმაციის განყოფილებაში; 1974–1978წწ. იყო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგიის განყოფილების ექიმი–ანესთეზიოლოგი; 1978 წლიდან ანესთეზიოლოგი–საოპერაციო განყოფილების გამგე. ავტორია 20 სამეცნიერო შრომის. ხელმძღვანელობს ახალბედა ექიმებისა და ექთნების პროფესიონალურ აღზრდას. ექიმი–ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანესთეზიოლოგიური კრიტერიუმები ონკოგინეკოლოგიური ოპერაციების დროს", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.93 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |