The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკა ბესელია

ეკა ბესელია
Date of birth:6 November, 1971  (53 years)
Category:Lawyer, Scientist, Politician

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი.

1998-2008წწ. საადვოკატო ფირმა "ეკა და კომპანია", დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; 2010-2012წწ. კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2004-2005წწ.  UNDP-ის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის ექსპერტი; 2005 წელს იუსტიციის სამინისტროს მოწვეული ლექტორი. საქართველოს პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2013-2017); ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2012-2016), თავმჯდომარე (2012-2016), იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი (2012), თავჯდომარე (2012-2018). წლის საუკეთესო ადვოკატი (2001-2005). სამართლის დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "წამების მსხვერპლის უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოში: სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები", დაიცვა 2015 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 94 

Member of Organizations

  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გამგეობის წევრი (2006-2008)
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებათა აღსრულების მონიტორინგის ქვეკომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2015-)
  • ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტი, სრულუფლებიანი წევრი (2014-)
  • პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს წევრი (2012-2019)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, თავმჯდომარე (2006-2007)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2019)
  • ფაზისის აკადემია, პრეზიდიუმის წევრი (2013-)

Share: