შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკა ბესელია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი. 1998-2008წწ. საადვოკატო ფირმა "ეკა და კომპანია", დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; 2010-2012წწ. კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2004-2005წწ. UNDP-ის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის ექსპერტი; 2005 წელს იუსტიციის სამინისტროს მოწვეული ლექტორი. საქართველოს პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2013-2017); ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2012-2016), თავმჯდომარე (2012-2016), იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი (2012), თავჯდომარე (2012-2018). წლის საუკეთესო ადვოკატი (2001-2005). სამართლის დოქტორი. სადისერტაციო თემა - "წამების მსხვერპლის უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოში: სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები", დაიცვა 2015 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 94 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |