შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა გელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. წნორი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1985 წელს; თბილისის მართვის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით 1998 წელს. 1980-1981წწ. მუშაობდა ტრესტ იორწყალმშენის სპეცსარემონტო უბანში; 1985-1990წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს ტექნიკოსი; 1990-1991წწ. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია, ისნის რაიონის უფროსი ინსპექტორი; 1991-1992წწ. კონტროლის სახელმწიფო კომიტეტი, წამყვანი ინსპექტორი; 1992-1997წწ. საქართველო-ამერიკის საინვესტიციო კორპორაცია, დირექტორის მოადგილე; 1998 წელს შპს ბერდი, კომერციული დირექტორი; 1999-2000წწ. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობების სამინისტრო, სამმართველოს უფროსი; 2000-2002წწ. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, სამმართველოს უფროსი; 2002-2012წწ. შპს ქსილოტრანსი, გენდირექტორის მოადგილე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 113 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |