შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერი გელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტი სპეციალობით - ფიზიკური კულტურა და სპორტი 1981 წელს. 1981-1982წწ. ვილნიუსის ბავშვთა სპორტული სკოლის მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში; 1991-1993წწ. დ.ს.ს. " V & G" გენერალური დირექტორი; 1994-1995წწ. დ.ს.ს. კომერციული ფირმა " მხატვარი" დირექტორი; 1995-1999წწ. სააქციო საზოგადოება "V & G" - გენერალური დირექტორი; 1997-1999წწ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ბალტიისპირეთის ქვეყნებში; 2006-2012წწ. შპს. "ევრა" - დირექტორი, სხვადასხვა პერიოდში; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, დამოუკიდებელი მაჟორიტარი №35 ხაშურის საარჩევნო ოლქი; 2004-2006წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №35 ხაშურის საარჩევნო ოლქიდან; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №35 ხაშურის საარჩევნო ოლქიდან; 2020 წლის 18 თებერვლიდან საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 114 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |