Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი დუმბაძე![]()
Biographyდაბადერბის ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა ლენინგრადის ს. მ. კიროვის სახელობის სამხედრო სამედიცინო აკადემია 1952 წელს. 1952–1965წწ. იყო საბჭოთა არმიაში სამხედრო ექიმი სხვადასხვა თანამდებობაზე; 1965–1969წწ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, 1969–1985წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1985–1996წწ. სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. ექიმი–პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფუნქციის მოშლის პათოგენეზი და ჰიპოთერმიის გამოყენება გულის ჭრილობების დროს"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქალა–ტვინის კომბინირებული ტრავმის პათოგენეზის მასალები". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.95; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.277 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |