Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლია დუნდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს. 1954–1958წწ. იყო ბურიატ–მონღოლეთის ასსრ ქ. ბაბუშკინის რკინიგზის მე–7 პოლიკლინიკა–საავადმყოფოს ექიმი თერაპევტ–პედიატრი; 1959–1962წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიური ლაბორატორიის ექიმი ლაბორანტი; 1962–1976წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976 წლიდან ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის პათომორფოლოგიური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 86 სამეცნიერო ნაშრომის. სამეცნიერო პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა დახელოვნებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოვლინებულ ექიმ–მორფოლოგებს. ექიმი–პათომორფოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ქსოვილოვანი კომპონენტების ჰისტოქიმიური თავისებურებანი საშვილისნოს ყელის ეროზიებსა და კიბოში", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.96 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |