The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კობა დავითაშვილი

კობა დავითაშვილი
Date of birth:31 July, 1971
Date of death:2 December, 2020  (at 49 years)
Burial location:წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზო, სოფელი ნიაბი, კასპის რაიონი
Category:Economist, Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საერთაშორისო  სამართამლის სპეციალობით და ეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზაცია და მენეჯმენტის სპეციალობით.

1993-1994წწ. საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატა, იურისტი; 1994-1996წწ. საქართველოს პარლამენტი, ფრაქცია რესპუბლიკელების წამყვანი სპეციალისტი, იურიდიული დეპარტამენტის გან-ის უფროსი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი; 1996-1997წწ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ კონსულტანტი; 1997-1999წწ. შპს გარანტ-აუდიტის დირექტორი; 1999 წელს თბილისის საკრებულო, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ; 2004-2006წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N10 გლდანის საარჩევნო ოლქი, იურიდიული კომიტეტის წევრი; 2006-2010წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; ქ. თბილისის საკრებულოს წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი- "ეროვნული სბჭო"; 2008 წ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (2013).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.143

Member of Organizations

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა დემოკრატიუოლი რეფორმებისათვის", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტი", წევრი (2005-2006)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2008)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2012-2013)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2013)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2012-2013)
  • ქალაქ თბილისის საკრებულო, წევრი (2010-2012)
  • ხალხის პარტია, თავმჯდომარე (2007-2020)

Awards and Honors

  • 2021 - ღირსების მედალი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: