The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე
Date of birth:8 July, 1981  (42 years)
Category:Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო მართვის სპეციალობით; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს; ჰარვარდის ბიზნესის სკოლა ბიზნეს მენეჯმენტის ფაკულტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა სახელმწიფო მართვის სპეციალობით 2006 წელს.

მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: 2003-2004წწ. ინტერპოლის ეცბ ინსპექტორი; 2004-2005წწ. საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტი; 2005 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი; 2005-2006წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე; 2006-2010წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე; 2010-2012წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.159

Member of Organizations

  • არასამთავრობო ორგაიზაცია "ინოვაციებისა და განვითარების ფონდი", დამფუძნებელი
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • პოლიტიკური პარტია "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი", დამფუძნებელი, თავმჯდომარე (2016-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი", წევრი (2021-2023)
  • საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეთა ასოციაცია, თავმჯდომარე (2001-2003)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, უფრაქციო (2021-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2021-2022)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2022-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2021-2022)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "რეფორმების ჯგუფი" , წევრი (2021-2021)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2016-)

Awards and Honors

  • 2010 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

Share: