შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტოლოგიის სპეციალობით 2003 წელს 2003-2005წწ. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას: 2003 წელს არჩევნების მხარდამჭერი პროგრამა "ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს" ვებსაიტის რედაქტორი; 2003-2004წწ. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის მკვლევარი; 2003-2005წწ. ინგლისურენოვანი ყოველდიური გაზეთის "24 საათი" რედაქტორის მოადგილე; 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მრჩეველი, მთავარი სპეციალისტი; 2005-2008წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანალიტიკური სამსახურის მთავარი მრჩეველი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის"; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს"; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. წყარო: საქართველოს პარლამენტი ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 189 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |