შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კარბელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგამბულობის ფაკულტეტი სპეციალობით მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობა 1986 წელს. 1979-1980წწ. ტელერადიოკომიტეტის ელექტრომექანიკოსი; 1980-1983წწ. თბილისის სატელეფონო კვანძის ელექტრომექანიკოსი; 1983-1990წწ. რადიოფიკაციის რესპუბლიკური კვანძის ელექტრომექანიკოსი, ინჟინერი, უფროსი ინჟინერი; 1986-1988წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1990-1992წწ. საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს ელ. კავშირგაბმულობის ინსპექციის უფროსი; 1992-1996წწ. ფრანგულ-რუსული ერთობლივი ფირმის "mostbl"ltd ტექნიკური კონსულტანტი; 1996-1998წწ. შპს "ტელეცენტრის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1998-2000წწ. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მოადგილე; 2000-2002წწ. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე; 2002-2004წწ. თბილისის მერია, პრემიერის მოადგილე; 2008 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე; 2009 წელს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; 2011-2012წწ. ტრასეკას სამთავრობოთშორისი კომისიის ეროვნული მდივანი საქართველოში; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს". წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 191 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |