The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე კიღურაძე

ივანე კიღურაძე
Date of birth:12 January, 1937  (88 years)
Category:Mathematician, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1960 წელს.

1963-1966წწ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიფერენციალური განტოლებების კათედრის ასისტენტი და უფროსი მასწავლებელი; 1966 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1966-1973წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიისა და თსუ-ს გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1973-1989წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლების განყოფილების გამგე; 1989-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1995-1996წწ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; 2001 წლიდან ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დიფერენციალური განტოლების განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და 9 მონოგრაფიის ავტორი. ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა საკითხებში.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 208; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.444; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 71-72

Member of Organizations

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, თავმჯდომარე (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1979-)
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, თავმჯდომარე (1995-1996)

Awards and Honors

  • 2006 - აგრეთვე ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ბოლცანოს მედალი
  • 1996 - ღირსების ორდენი
    მათემატიკის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დემოკრატიული პრინციპებით გამართვის უზრუნველყოფისათვის
  • 1990 - ჩეხოსლოვაკიის მათემატიკისა და ფიზიკის კავშირის მედალი
  • 1981 - თ. მასარიკის სახელობის უნნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის ოქროს მედალი
  • 1977 - თ. მასარიკის სახელობის უნნივერსიტეტის ვერცხლის მედალი ((ქ. ბრნო, ჩეხეთი))
  • 1977 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1976 - ა. რაზმაძის სახელობის პრემია

Share: