შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არონი![]()
ბიოგრაფიაარონი იყო ქართული კულტურის მოღვაწე XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის I მეოთხედში. ნიჟნი–ნოვგოროდის ქართული ახალშენის მოღვაწე. სასულიერო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში, ანჩისხატის ტაძარში. იყო ანტონ II–ის ამალის წევრი 1811 წელს მას რუსეთში გაჰყვა. პეტერბურგიდან ამალის სხვა წევრებთან ერთად გადავიდა ნიჟნი–ნოვგოროდის გუბერნიის სოფელ ლისკოვოში, ქართველთა მამულში. ცხოვრობდა ნიჟნი–ნოვგოროდშიც. 1817 წლის მარტში ლისკოვოში დაასრულა "ანტიქრისტეს მოსვლის და ამა სოფლის აღსრულების" გადაწერა. 1825 წელს გადანუსხა დიმიტრი ბატონიშვილის მიერ თარგმნილი ს. რაბინის "ოქროს აღნაქვსი". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |