The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ კორძაია

თამარ კორძაია
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1977  (46 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1999 წელს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2003 წელს.

2002-2012წწ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიის და ინფორმაციის თავისუფლების პროექტების ხელმძღვანელი; 2012-2013წწ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, აღმასრულებელი დირექტორი; 2010 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტი, ლექტორი; 2013-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქიდან; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლმენტის წევრი: პარტიული სიით, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია".

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.213

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გემგეობის წევრი (2008-2013)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2013-2013)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2013-2014)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "რესპუბლიკელები", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2012-2016)
  • საქართველოს პარლამენტის მე-8 მოწვევის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წეცრი (2013-2015)
  • საქართველოს პარლამენტის მე-8 მოწვევის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2015-2016)
  • საქართველოს პარლამენტის მე-8 მოწვევის ფრაქცია "ქართული ოცნება, წევრი (2013-2015)

გააზიარე: