Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტარიელ ლონდარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ასპინძა. დაამთავრა ქ. დონეცკის საინჟინრო და კავშირგაბმულობის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური სასწავლებელი; თურქეთის შეიარაღებული ძალების ომის კოლეჯი. 1990-1992წწ. საბჭოთა შეიარაღებული ძალების ასეულის მეთაურის მოადგილე; 1993-1999წწ. 22-ე მექანიზირებული ბრიგადის შტაბის ოპერატიული განყოფილების ოფიცერი, ქვეგანყოფილების უფროსი, სატანკო ბატალიონის მეთაური, მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის მოადგილე; 1998-2001წწ. თურქეთის შეიარაღებული ძალების ომის კოლეჯი; 2001-2003წწ. მე-11 მექანიზირებული ბრიგადის შტაბის უფროსი; 2003-2004წწ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის შტაბის უფროსი; 2004-2005წწ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორატი, პირველი პრორექტორი - სამხედრო სასწავლებლის უფროსი; 2005-2006წწ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორატი, პრორექტორი სამეთაურო-ადმინისტრაციული მუშაობის დარგში; 2006-2008წწ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის უფროსი (რექტორი); 2008-2009წწ. შეიარაღებული ძალების J-1 პ/შ დეპარტამენტის უფროსი; 2009-2010წწ. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე; 2010-2012წწ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის მეთაურის მოადგილე; 2012 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველი (მინისტრის მრჩეველი); 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №39 ასპინძის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 227 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |