შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ასპინძა. დაამთავრა ნ.ი. ჟუკოვსკის სახელობის აეროკოსმონავტიკის ხარკოვის უნივერსიტეტი (საავიაციო ინსტიტუტი) თვითმფრინავთმშენებლობის სპეციალობით 1987 წელს; თბილისის საავიაციო ინსტიტიუტი 1990 წელს. 1975-1977წწ. თბილისის საავიაციო ქარხანა; 1977-1979წწ. სამხედრო სამსახური; 1980 წელს თბილისის საავიაციო ქარხანა; 1990-1993წწ. ფირმა "ნთმ"-ის გენერალური დირექტორი; 1993-1998წწ. ფირმა "თემურ მაისურაძის" გენერალური დირექტორი; 2004-2008წწ. შპს "მაგისტრალი", ტექნიკური დირექტორი; 2008-2009წწ. შპს "თბილისის ავტობუსი", განყოფილების უფროსის მოადგილე; 2010-2011წწ. შპს "ო ემ ჯი", დირექტორი; 2010 და 2011 წლებში გამარჯვებული - საერთაშორისო კონკურსში «Инновационный Прорыв 2010» და «Инновационный Прорыв 2011». დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს თავმჯდომარე. პრემიერ მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს წევრი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 4 სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის, 153 ნოვაციის და გამოგონების ავტორი. ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.230 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |