Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ელისაბედაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს. 1966–1968წწ. იყო კასპის რაიონული საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1968 წელს თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის განყოფილების ორდინატორი, ქირურგიული გასტროენტერელოგიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1978წწ. მოღვაწეობდა მოსკოვის სკლიფასოვსკის სახელობის საწრაფო დახმარების ინსტიტუტში; 1978 წელს იყო თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ქირურგიული გასტროენტეროლოგიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1984 წლიდან ამავე ინსტიტუტის ენდოსკოპიის ლაბორატორიის გამგე; 1997 წლიდან კი მინი–ინვაზიური ქირურგიის განყოფილების გამგე – მიმღებ სადიაგნოსტიკო სამსახურის უფროსი. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის, აქედან 6 მეთოდური რეკომენდაციაა. ექიმი ქირურგი–ენდოსკოპისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინსტრუმენტალური კვლევის მეთოდები მუცლის ღრუს დახურული დაზიანებათა დიაგნოსტიკაში", დაიცვა მოსკოვში 1978 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.98
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |