შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით I![]()
ბიოგრაფიაკახეთის მეფე 1601-1602წწ., ალექსანდრე II–ის ძე, თეიმურაზ I–ის მამა; გამეფდა სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების შემდეგ; მამა აიძულა ბერად შემდგარიყო; თავის ძმას, გიორგის, თავდაპირველად საუფლისწულო მამული მისცა, ხოლო შემდეგ დააპატიმრა, რადგან მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა, შეთქმულების 17 მონაწილე კი სიკვდილით დასაჯა; არეულობით ისარგებლა ნუგზარ არაგვის ერისთავმა და მეფეს განუდგა; დავით I–მა გამდგარი ერისთავი ისევ დაიმორჩილა და მძევლად შვილი ჩამოართვა; მისი მეფობის დროს კახეთში ჩამოვიდნენ რუსეთის სახელმწიფოს ელჩები ნაშჩოკინი და ლეონტიევი, რომლებმაც მას რუსეთის მეფის – ბორის გოდუნოვის ერთგულების "ფიცის წიგნი" მიაღებინეს; ელჩების კახეთში ყოფნის დროს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა; მას ეკუთვნის სპარსულიდან "ქილილა და დამანას" ქაშეფისეული ვერსიის დასაწყისის პროზაული ნაწილის ქართული თარგმანი; ტექსტში ჩართული ლექსები ან არ გადმოუღია, ან პროზად უთარგმნია; ვახტანგ VI-ის ცნობით, მან ტექსტი თარგმნა "კუსა და მორიელის" არაკამდე; თარგმანი შემონახულია ორი ხელნაწერით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.262
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |