Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კობა ნაყოფია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1993 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა-ბიზნეს-იურისტი; ასპირანტურა ბიზნესის სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1995 წელს; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია 1998 წელს. 1987-1989წწ. სამხედრო ნაწილი N25369, ზემდეგი; 1993-1996წწ. კომერციული ფირმა "ოქროს საწმისის" გენერალური დირექტორი; 1996-1999წწ. დსთ-ის ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის მრჩეველი; 1999-2004წწ. შპს "შტორმის" გენერალური დირექტორი; 2000-2004წწ. შპს "ინვესტმენტ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი; 2000-2004წწ. სს "ორლოვის სამრეწველო კომპანიის" დირექტორთა საბჭოს წევრი; 2002-2004წწ. კომპანია "პრომიშლენნიე ინვესტორის" ვიცე-პრეზიდენტი; 2003-2005წწ. სს "ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2004-2008წწ. სს "მადნეულის" გენერალური დირექტორი, სამეთვალყურეო სამჭოს თავმჯდომარე; 2004-2008წწ. შპს "კვარციტის" გენერალური დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №23 ბოლნისის საარჩევნო ოლქიდან; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №23 ბოლნისის საარჩევნო ოლქიდან; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020 წელს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი. - თბ.-2015.-გვ. 273 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |