The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა ნაყოფია

კობა ნაყოფია
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, ეკონომისტი, იურისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1993 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა-ბიზნეს-იურისტი; ასპირანტურა ბიზნესის სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1995 წელს; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია 1998 წელს.

1987-1989წწ. სამხედრო ნაწილი N25369, ზემდეგი; 1993-1996წწ. კომერციული ფირმა "ოქროს საწმისის" გენერალური დირექტორი; 1996-1999წწ. დსთ-ის ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის მრჩეველი; 1999-2004წწ. შპს "შტორმის" გენერალური დირექტორი; 2000-2004წწ. შპს "ინვესტმენტ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი; 2000-2004წწ. სს "ორლოვის სამრეწველო კომპანიის" დირექტორთა საბჭოს წევრი; 2002-2004წწ. კომპანია "პრომიშლენნიე ინვესტორის" ვიცე-პრეზიდენტი; 2003-2005წწ. სს "ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2004-2008წწ. სს "მადნეულის" გენერალური დირექტორი, სამეთვალყურეო სამჭოს თავმჯდომარე; 2004-2008წწ. შპს "კვარციტის" გენერალური დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №23 ბოლნისის საარჩევნო ოლქიდან; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №23 ბოლნისის საარჩევნო ოლქიდან; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020 წელს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი. - თბ.-2015.-გვ. 273

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2008-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის", წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტური კომიტეტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო", წევრი (2017-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2017-2020)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

გააზიარე: