Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაულ ერაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1964–1967წწ. იყო ყაზახეთის რესპუბლიკის ბუგუნის რაისაავადმყოფოს ოტორინოლარინგოლოგი; 1967–1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოტოლარინგოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1970–1974წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ოტოლარინგოლოგი; 1974–1980წწ. წითელწყაროს რაიონის მთავარი ექიმი; 1980–1983წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1983 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა კათედრის ასისტენტი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ავთვისებიან სიმსივნეთა დიაგნოსტიკას, ლორ–დაავადებათა ეპიდემიოლოგიას საქართველოში. ექიმი–ოტოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლის ფუნქციონალური ცვლილებები ხორხის კიბოთი დაავადებულ ავადმყოფებში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.99 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |